LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი: „ახლა სააკაშვილის კი არა, კობახიძის ჯანმრთელობაა მთავარი საზრუნავი“

296
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს „უცხოური გავლენის აგენტთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

კანონპროექტზე საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ „ეს კანონი აწესრიგებს უცხოური გავლენის რეალიზების საკითხებს და არავითარი ფორმით არ ეხება ჯაშუშურ საქმიანობას“. მისივე სიტყვებით, „ბევრი ჯაშუში შეშფოთდა ამ კანონით, მაგრამ დავამშვიდებ მათ, რომ მათ სანერვიულო არაფერი აქვთ.“

„ჩვენს გუნდშიც იყვნენ ჯაშუშები…მძიმედ დაგვაზიანეს“ – ირაკლი კობახიძე

„ახლა გადავხედე კობახიძის გუშინდელ განცხადებებს ჯაშუშებზე და აგენტებზე.

ასეთი დასკვნა გავაკეთე – ახლა სააკაშვილის კი არა, კობახიძის ჯანმრთელობაა მთავარი საზრუნავი.

თუ ვინმე აქციებს აპირებს, მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს უნდა იყოს..“ – წერს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“, რომლის თავმჯდომარეცაა ირაკლი კობახიძე, მხარს უჭერს პარლამენტში უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელსაც 250 ზე მეტმა სამოქალაქო და მედია ორგანიზაციამ „რუსული კანონი“ უწოდა.

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი – 260 მედიაორგანიზაციისა და NGO-ს ერთობლივი განცხადება

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტში“ თქვენ ვერ ამოიკითხავთ ვერც შეზღუდვას ან სხვა რაიმე ტიპის ვალდებულებას – გურამ მაჭარაშვილი

„არა რუსულ კანონს“, „ვერ გაგვაჩუმებთ“ – ჟურნალისტებმა პარლამენტში „ხალხის ძალის“ კანონპროექტი გააპროტესტეს

სალომე ზურაბიშვილი: ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს

„დარწმუნებული ვარ, არცერთი კანონი არ აქვს წაკითხული – საარჩევნო კამპანიის დროს კი აცხადებდა, რომ „ვეტომდებელი“ არ იქნებოდა“ – კობახიძე პრეზიდენტზე

magti 5g