LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ყოფნა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო – ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, აქ კიდევ არაერთხელ ვიქნები“ – გიორგი მამარდაშვილი

171
გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც პარიზში, „შატლეს“ თეატრში „ოქროს ბურთის“ 2024 წლის ღონისძიებას დაესწრო და საუკეთესო მეკარის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ დაჯილდოებაზე მოხვედრა მისი ბავშვობის ოცნება იყო.

ვიდეო: გიორგი მამარდაშვილი მეუღლესთან ერთად „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე მივიდა – კადრები წითელი ხალიჩიდან

„ამ დაჯილდოებაზე ყოფნა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია, რომ ღონისძიებაზე ერთ-ერთი ნომინანტი ვარ, ეს უკვე დიდი წარმატებაა.

ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, აქ კიდევ არაერთხელ ვიქნები. მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებსა და მთელ სამწვრთნელო შტაბს“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

ცნობისთვის, 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო მეკარე გახდა „ასტონ ვილასა“ და არგენტინის ნაკრების კარის დარაჯი ემილიანო მარტინესი. მან ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო.

პრიზზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ: დიოგო კოშტა (პორტუ), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), გრეგორ კობელი (დორტმუნდი), ანდრეი ლუნინი (რეალი), მაიკ მენიანი (მილანი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), უნაი სიმონი (ბილბაო), იან ზომერი (ინტერი), რონუენ უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g