LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქროს გლობუსზე ზელენსკის მიმართვა გაუშვეს: „მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, უკრაინა საკუთარ მიწაზე შეაჩერებს რუსულ აგრესიას“

185
BeFunky-collage

რიგით მე-80 ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე, უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა გაუშვეს. ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვა წარადგინა ოსკაროსანმა მსახიობმა შონ პენმა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში რამდენჯერმე ჩავიდა.

მეტიც, მსახიობმა 2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ორგანიზატორებს ზელენსკისთვის ეთერის დათმობა სთხოვა, უარის შემდეგ მსახიობმა ოქროს ქანდაკება არ გაანადგურა, თუმცა კიევში ჩავიდა და ჯილდო ზელენსკის პირადად გადასცა.

შონ პენი უკრაინას მესამედ ეწვია და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი ოსკარი გადასცა

ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, შონ პენი უკრაინას მესამედ ეწვია და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი ოსკარი გადასცა.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის მიმართვას, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ომი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა „ყველასთვის გასაგებია ვინ გაიმარჯვებს“.

„მეორე მსოფლიო ომი ჯერ არ იყო დასრულებული, მაგრამ ყველასთვის გასაგები იყო ვინ გაიმარჯვებდა. წინ ჯერ კიდევ იყო ბრძოლა და ცრემლები, და ამ ვითარებაში ოქროს გლობუსმა 1943 წლის საუკეთესო მსახიობები დააჯილდოვა. ახლა 2023 წელი და ომი უკრაინაშია, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ყველასთვის გასაგებია ვინ გაიმარჯვებს. აქაც წინ ბრძოლა და ცრემლები გველის და შემიძლია ვთქვა, რომ გასულ წელს საუკეთესოები თქვენ იყავით – თავისუფალი სამყაროს თავისუფალი ადამიანები.

ისინი ვინც გაერთიანდით და თავისუფალ უკრაინელ ხალხს დაუჭირეთ მხარი. მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, ეს არ არის ტრილოგია, უკრაინა საკუთარ მიწაზე შეაჩერებს რუსულ აგრესიას“. – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g