LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქრუაშვილი ხალვაშზე: ამ ბიჭს თავისმა ადვოკატმა ან დედა ენა წააკითხოს, ან სამართლის საფუძვლები

220
9d2c6f2b61f6bd2dcee7b6ad5a3e0311

20-21 ივნისის საქმეზე, გამოკითხვიდან გამოსულმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ქიბარ ხალვაშთან და „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებულ კითხვებსაც უპასუხა – ამასაც ხუმრობით. 

როგორც მან თქვა, ქიბარ ხალვაშის ბრალდება, რომ ოქრუაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ის მიტაცებას ყალბი დოკუმენტებით ცდილობს, მარტივი დასადგენია და ამისთვის ხალვაში ექსპერტიზაზე უნდა გამოცხადდეს.

„ამ ბიჭს თავისმა ადვოკატმა ან დედა ენა წააკითხოს, ან გივი ინწკირველის სამართლის საფუძვლები. სიყალბე რომ გაირკვეს საჭიროა ექსპერტიზა. მივიდეს და გამოცხადდეს, 8 თვის განმავლობაში რომ თავს არიდებს, გაირკვეს ყალბია თუ არა ხელმოწერა,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

დოკუმენტში სადაც ხელს, სავარაუდოდ, ქიბარ ხალვაში აწერს, წერია, რომ რუსთავი 2-ის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია. ოქრუაშვილი ამ შეთანხმების დარღვევის გამო სასამართლო დავას იწყებს.

შეთანხმებას ხალვაშის იურისტი ყალბს უწოდებს. პაატა სალია ამტკიცებს, რომ დოკუმენტზე ხალვაშის ხელმოწერა გაყალბებულია. ამ მოტივით და ხალვაშის მოთხოვნით კიდევ ერთი ექსპერტიზაა დანიშნული ამჯერად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში.

„რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ამტკიცებს, რომ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის არანაირი შეთანხმება არ ყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g