ფეხსაცმლისა და აქსესუარების მულტიბრენდულ მაღაზიას “სტუდიო ფეხსაცმლის გალერეას” თავისი მომხმარებლისთვის სასიამოვნო სიახლე აქვს. დღეიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ერთი ნივთის შეძენის შემთხვევაში მეორე ნივთს 50%-იანი ფასდაკლებით იყიდით. ფასდაკლება იგივე ან შედარებით დაბალფასიან ნივთზე, მაღაზიის სრულ კოლექციაზე ვრცელდება.
“სტუდიო ფეხსაცმლის გალერეაში” წამყვანი ევროპული ბრენდების მეორე ხაზია წარმოდგენილი, როგორიცაა: CK jeans, Armani jeans, Pepe jeans და სხვა. მაღაზია ”სტუდიო ფეხსაცმლის გალერეის” სახელით ოთხი წელია რაც ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს. თბილისში გალერეის ექვსი მაღაზიაა, ბათუმში კი ერთი.
სიახლეა კომპანია “აი სი არში” შემავალ კიდევ ორ მაღაზიაში. დღეიდან ჩანთებისა და აქსესუარების მაღაზიებში “MOA”-სა “PARFOIS”-ში მომხმარებელს საინტერესო აქცია ელის. ორიდღიანი აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია წარმოადგინოს ამ მაღაზიებში შეძენილი ძველი ჩანთა და ახალი კოლექციის ჩანთა 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს. აქცია მოიტანე “MOA””ს ძველი ჩანთა და მიიღე ახალზე 50% ფასდაკლება, ჭავჭავაძის 33-სა და ქარვასლის ფილიალში ვრცელდება, ხვალ კი აქცია “MOA”-ს ვაჟა ფშველასა და ისთ პოინთის ახალ ფილიალში გავრცელდება. “MOA”-ში ჩანთების ფასი 30 ლარიდან იწყება.
ნინო მამუჩაშვილი (კომპანია “აი სი არის” მარკეტინგის დირექტორი): აქცია “PARFOIS”-შიც ორდღიანია. ძველი ჩანთის წარდგენის შემდეგ ჩვენ ამ ჩანთას არ ვიტოვებთ. მომხმარებელმა მხოლოდ უნდა წარმოადგინოს, ფოტოს გადავუღებთ და უკან გავატანთ.
საქართველოში “PARFOIS”-ის ათი მაღაზია ფუნქციონირებს, აქედან შვიდი თბილისში, ერთი რუსთვში, ერთი ქუთაისსა და ერთიც ბათუმში. ქართულ ბაზარზე მაღაზია 2011 წელს შემოვიდა.
პარფოისში ქუდების ფასი 59-89 ლარია, შარფების შეძენა 29-59 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ, აბრეშუმის შარფები კი 75 ლარი ღირს. საათების ღირებულება 89-129 ლარია, სათვალეები 39-59 ლარი ღირს, ბიჟუტერიის ფასი კი 9 ლარიდან იწყება და 59 ლარამდე მერყეობს. ფეხსაცმლის ფასი პარფოისში 49-139 ლარია.
კომპანია “აი სი არი” ქართულ ბაზარზე 1993 წელს შემოვიდა და ამჟამად 700-მდე თანამშრომელი ყავს დასაქმებული. “აი სი არი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. საერთაშორისო კორპორაცია “აი სი არი” ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის ევროპული ბრენდების და კვების ობიექტებს წარმოადგენს.