საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ ორგანიზაცია ARIC LLC – ის ხელმძღვანელმა აფზალ რავარმა ირანული ინვესტიციების შემოსვლის შემაფერხებელი საკითხები განიხილეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ინვესტიციების შეფერხება საქართველოს სავიზო პოლიტიკას უკავშირდება.
ორგანიზაცია ARIC LLC საქართველოში, კერძოდ კი, კახეთის რეგიონში მევენახეობის მიმართულებით 28 მილიონი დოლარის ინვესტიციის საფუძველზე ეკოლოგიურად სუფთა საექსპორტო პროდუქციის წარმოებაზე მუშაობს და ხელისუფლებისაგან ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სავიზო პოლიტიკის კუთხით ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრობს.
აფზალ რავარი საქართველოში ბიზნესის გაფართოებით და ახალი ინვესტიციების ჩადებითაა დაინტერესებული.
