LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი ნიკა, ორივე ანზორის ძე.. მივესალმები, რადგან „ნაცი“ „ნაცს“ თუ წაართმევს ხმებს, ძალიან კარგი იქნება, მეტი ნიკა ქართულ ოპოზიციას“ – ზარქუა მელია-გვარამიას გაერთიანებაზე

146
ირაკლი ზარქუა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას გაერთიანებას და ახალი პოლიტიკური მოძრაობის, „ახალის“ შექმნას ეხმიანება.

„ჩვენ ვიცით ბრძოლა – ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და ვუპასუხოთ გამოწვევებს“ – ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ

როგორც ზარქუა აცხადებს, ის აღნიშნულ გაერთიანებას მიესალმება, რადგან „ნაცი“ „ნაცს“ თუ წაართმევს ხმებს, ძალიან კარგი იქნება“.

„ორი ნიკა, ორი ანზორის ძე – რა უნდა ვილაპარაკოთ ახლა? მე „ჩამიგდეს“ სახალისოდ, როგორი „შეხმატკბილებულები“ არიან, არაფერი საერთო არ აქვთ. ერთადერთი საერთო ის აქვთ, რომ ორივე „ნაცია“, იქიდან მოდიან, ფესვები „ნაცობიდან“ არის და ახლა ცდილობენ, ხაბეიშვილის და კეზერაშვილის პარტიას გაემიჯნონ.

არ გამოვრიცხავ, მათ ისევ კეზერაშვილი აფინანსებდეს. „ახალი“ დაირქვეს. დავამატოთ „ნაცს“ თუ წაართმევს ხმებს, ძალიან კარგი იქნება, ამით ქვეყანაც და ჩვენი საზოგადოებაც უფრო მეტად მოგებული დარჩება. დანარჩენი რასაც წარმოადგენენ, კი ვნახეთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“ – დიმიტრი ხუნდაძე მელია-გვარამიას გაერთიანებაზე

mazda magti 5g