LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი პატიმარი ციხიდან ნაგვის კონტეინერით გაიქცა

122
escapees

აშშ-ში ორი პატიმარი ზედამხედველებს ნაგვის კონტეინერში დაემალა და ციხიდან გაქცევა ასე შეძლო, წერს NBC News.

50 წლის ბრედლი გილესპის და 47 წლის ჯეიმს ლის არ ყოფნა გამოსასწორებელი დაწესებულების თანამშრომლებმა 11:00 საათზე შემოვლის დროს შეამჩნიეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბოლოს პატიმრები სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში დილის 9 საათზე ფიქსირდებოდნენ.

მეორე დღეს პოლიციამ ლი გატაცებული მანქანით დააფიქსირა და მას დაედევნა. სავარაუდოდ, ამ დროს ავტომობილში გილესპიც იმყოფებოდა. შედეგად გაქცეული პატიმრების ავტომობილი დაიმტვრა და შიგნით მყოფები გაიქცნენ. სამართალდამცავებმა ლი დააკავეს, გილესპიმ კი მიმალვა მოასწრო. გაქცეულს პოლიცია ყველგან ეძებს.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს გილესპის მრავლობითი დანაშაულის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. გაქცევასთან დაკავშირებით ციხის 4 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები