LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორკები დილიდან გამოჩნდნენ კირბალის თავზე. ლომისას კარი ჯერ კიდევ ღიაა…“ – დავით ქაცარავა ვიდეოს აქვეყნებს

300
დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი, დავით ქაცარავა სოფელ კირბალში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ეკლესიის ფოტოსთან ერთად რუსი მესაზღვრეების გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.

როგორც ქაცარავა წერს, მისი ინფორმაციით, რუსები კირბალის თავზე დილიდან გამოჩნდნენ:

„ორკები დილიდან გამოჩნდნენ კირბალის თავზე.
ლომისას კარი ჯერ კიდევ ღიაა…

„ეს არის ჩვენი სალოცავი, ვენაცვალე ამის ძალას და მადლს“ - თამაზ გინტურის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებული კადრები

ვიდეო საოკუპაციო რეჟიმმა სავარაუდოდ მისი ტელეფონიდან ამოიღო და ადგილობრივი მედიით გაავრცელა.

„ლომისა, შენ ძალას ვენაცვალე, შენი ამჭედავის დედას შე…ი
მაიორი გინტური.“ – წერს დავით ქაცარავა „ფეისბუკზე“.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

ცხინვალის ე.წ. „უსაფრთხოების სამსახური“ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: „საზღვრის დამრღვევები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, მესაზღვრეებს დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g