LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორლანდო ბლუმი მოლდოვაში ჩავიდა და უკრაინელ დევნილ ბავშვებს ეხმარება – მსახიობი ემოციურ ფოტოებს ავრცელებს

280
page

ორლანდო ბლუმმა უკრაინას მხარდასაჭერი პოზიცია ორი კვირის წინ გამოხატა. მალევე მსახიობი UNICEF-ის პროგრამის ფარგლებში მოლდოვაში გაემგზავრა და უკრაინელ ლტოლვილებს აქტიურად ეხმარება, ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა, სადაც არაერთ ემოციურ ფოტოს ნახავთ.

ვარსკვლავი ყველას მოუწოდებს, წვლილი შეიტანოს საქველმოქმედო ორგანიზაციებში და მცირედით მაინც დაეხმაროს უკრაინელ ლტოლვილებს.

„დღეს საზღვარზე შევხვდი სამშვილიან დედას, მათ უკრაინა ღამით, მას შემდეგ დატოვეს, რაც მათი მეზობლების სახლი დაიბომბა. მათ არ იციან, სად უნდა წავიდნენ, თუმცა დედას მხოლოდ ის სურს, მისი შვილები იყვნენ უსაფრთხოდ“, – წერს ბლუმი.

მილა კუნისსა და ეშტონ კატჩერს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჰქონდათ ჩართვა – წყვილმა უკრაინისთვის 35 მილიონი დოლარი შეაგროვა 

ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი უკრაინელი დევნილებისთვის საქველმოქმედო ფონდს ქმნიან 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Orlando Bloom (@orlandobloom)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Orlando Bloom (@orlandobloom)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Orlando Bloom (@orlandobloom)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები