LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული მეგან ფოქსი და კოლსონ ბეიკერი ფსიქოთერაპევტს აქტიურად სტუმრობენ – რას ჰყვება ინსაიდერი

229
page

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მეგან ფოქსი ორსულადაა, 38 წლის მსახიობი შვილს კოლსონ ბეიკერისგან ელოდება. წყაროს ცნობით მსახიობი და მისი პარტნიორი აქტიურად სტუმრობენ ოჯახის ფსიქოთერაპევტის კაბინეტს. მათ სურთ, ორსულობის ფონზე მათი ურთიერთობა უფრო მეტად გაღრმავდეს.

„ისინი ძალიან აღელვებულები და გახარებულები არიან ამ ამბით, ეს ორსულობა მათ მეტად აახლოებთ“, – აცხადებს წყარო.

აღსანიშნავია, რომ ფოქსს გასულ წელს მუცელი მოეშალა. მას შემდეგ წყვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მეგანს წინა ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, კოლსონს კი ერთი.

მეგან ფოქსი მეოთხე შვილს ელოდება – აი, ასე გვაუწყა 38 წლის ვარსკვლავმა სასიხარულო ამბავი

კვლავ ერთად – მეგან ფოქსი საყვარელი მამაკაცის იუბილეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები