წელს Victoria’s Secret-ის ერთდროუალდ ორი მოდელი ხდება დედა: ბეჰატი პრინსლუ და კენდის სვეინპოლი. რამდენიმე კვირის წინ „ორსული“ ფოტო ბეჰატიმ გამოაქვეყნა, დღეს კი „ინსტაგრამზე“ კენდისის ანალოგიური ფოტოები გამოჩნდა.
27 წლის სუპერმოდელმა პროფესიონალურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. „ჩემი უკვე არც ისე პატარა ბიჭი“, – დააწერა მან ფოტოს. Victoria’s Secret-ის „ანგელოზი“ დედა ივლისის ბოლოს გახდება.
