LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორთვიანი კარანტინის შემდეგ უხანში მეტრომ მუშაობა განაახლა

154
309c23cbaa431fe7dbe022

ჩინეთის ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი იყო, მეტრომ მუშაობა დაიწყო.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ამჟამად აღდგენილია 184 სადგურის მუშაობა.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ სადგურზე თერმოსკრინინგის 200-მდე აპარატია განთავსებული.

ამასთან, მეტროში კონკრეტული აკრძალვებიც მოქმედებს, მაგალითად, პირებს გვერდიგვერდ ჯდომა არ შეეძლებათ. ამას სპეციალური სამსახური აკონტროლებს.

შეგახსენებთ, უხანში, 23 იანვრიდან კარანტინი იყო გამოცხადებული. შესაბამისად, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ მუშაობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g