LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჩენინგ ტატუმი და ზოე კრავიცი დაინიშნნენ – წყვილის გამოჩენა ჰელოუინზე

183
page

ჩენინგ ტატუმი და ზოე კრავიცი ჰელოუინის დღესასწაულზე გამოჩნდნენ. მათ საკმაოდ ორიგინალური კოსტიუმები ამშვენებდათ. ჩენინგმა ჩვილი ბავშვის „ლუქი“ მოირგო, ზოე კი ძიძის როლში მოგვევლინა.

პაპარაცების გამჭრიახ თვალს არ გამორჩენია 34 წლის ზოეს ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი. მედია აქტიურად წერს, რომ 43 წლის ჩენინგმა მეგობარ გოგონას ხელი სთხოვა.

„როცა ლენი კრავიცისა და ჯეისონ მომოას სასიძო ხარ“ – ზოე კრავიცი და ჩენინგ ტატუმი „პარიზის მოდის კვირეულზე“

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ჩენინგ ტატუმმა Vanity Fair-ის გარეკანი დაამშვენა. მან სამომავლო გეგმებსა და პირად ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა. ის ამბობდა, რომ ოჯახის შექმნაზე საერთოდ აღარ ფიქრობდა, თუმცა, როგორც ჩანს, ლენი კრავიცის ქალიშვილთან ორწლიანმა ურთიერთობამ ოჯახის შექმნაზე კვლავ დააფიქრა.

„ცოლის მოყვანა აღარ მინდა“ – ჩენინგ ტატუმი ქორწინებაზე

ჩენინგ ტატუმისა და ზოე კრავიცის ტკბილი, იტალიური არდადეგები – პაპარაცებმა წყვილი ერთად გამოიჭირეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები