2016 წლის 28 თებერვალს „ოსკარების“ 88-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიების ნომინანტები 14 იანვარს გამოვლინდებიან, თუმცა, უკვე არსებობს გამარჯვების ყველაზე რეალური კანდიდატების სია. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
„ყურადღების ცენტრში/ Spotlight“, 2015

ტომ მაკარტის დრამა გაზეთ The Boston Globe-ის ჟურნალისტების შესახებ, ნომინაციებისთვის „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო რეჟისორი“, „საუკეთესო ორიგინალური სცენარი“ და „საუკეთესო წამყვანი მსახიობი“ (მაიკლ კიტონი) იბრძოლებს.
„კეროლი/ Carol“, 2015

ამერიკელმა მწერალმა პატრიცია ჰაისმიტმა ლესბოსელი წყვილის შესახებ რომანი „მარილის ფასი“ გამოაქვეყნა. 60 წლის შემდეგ რეჟისორმა ტოდ ჰეინსმა სოციალურ-რომანტიულ დრამად გადააკეთა და „კეროლი“ დაარქვა. ცერემონიაზე ფილმი ნომინაციებში „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო რეჟისორი“, „საუკეთესო სცენარი“, „საუკეთესო წამყვანი მსახიობი“ (კეიტ ბლანშეტი და რუნი მარა), „საუკეთესო ოპერატორული ნამუშვარი“ და „საუკეთესო დიზაინი“.
„საძულველი რვა/ The Hateful Eight“, 2015

კვენტინ ტარანტინოს ძალიან უყვარს ვესტერნების გადაღება. ამიტომ „გათავისუფლებული ჯანგოს“ შემდეგ მან კიდევ ერთი ვესტერნი გადაიღო – ამჯერად მთავარი დადებითი პერსონაჟის გარეშე. ფილმი „ოსკარის“ საკმაოდ ძლიერი პრეტენდენტია კატეგორიაში „საუკეთესო სცენარი“. ასევე გამოყოფილია კომპოზიტორი ენიო მორიკონე, ქალის მთავარი როლის შემსრულებელი ჯენიფერ ჯეისონ ლი და ა.შ.
„შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა/ Mad Max: Fury Road“, 2015

როდესაც ეკრანებზე ჯორჯ მილერის ეს ფილმი გამოვიდა, აღმოჩნდა, რომ ის წლის ერთ-ერთი მთავარი ჰიტი იყო. ფილმი ნომირირებულია როგორც ტექნიკურ კატეგორიებში, ისე ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისორი“ და „საუკეთესო წამყვანი მსახიობი ქალი“ (შარლიზ ტერონი)
„ოთახი / Room“, 2015

თუ ლენი აბრამსონი წინა ნამუშევარი „ფრენკი“ ზედმეტად ექსცენტრიული იყო კინოაკადემიკოსების ყუდარღების მისაქცევად, მის ახალ პროექტს საკმაოდ დიდი შანსები აქვს. ბევრმა კრიტიკოსმა მას წლის ერთ-ერთი საუკეთეოს დადგმა უწოდა. „ოთახს“ აქვს მაალი შანსები გაიმარჯვოს კატეგორიებში „საუკეთესო მსახიობი ქალი“ (ბრი ლარსონი) და „საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“. ასევე ფილმი შესაძლოა ნომინაციებში „საუკეთესო ფილმი“ და „საუკეთესო რეჟისორი“ მოხვდეს.
„გოგონა დანიიდან/ The Danish Girl“, 2015

2011 წელს ტომ ჰუპერი წელს არა ისტორიული ფილმით („მეფის სიტყვა!“), არამედ პირველი ტრანსსექსუალის შესახებ გადაღებული პროექტით გეგმავს კინოაკადემიის დაპყრობას. „ოსკარის“ მოპოვების კანდიდატები არიან თავად ჰუპერი, სცენარისტი ლუსინდა კოქსონი და მსახიობები ედი რეიდმენი და ალისია ვიკანდერი.
„ბრუკლინი/ Brooklyn“, 2015

ეს არის სენტიმენტალური ისტორია ახალგაზრდა ირლანდიელ ქალზე, რომელიც საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადადის და მალევე ენატრება სამშობლო. საბოლოოდ მას ახალ და ძველ საცხოვრებლებს, ასევე ახალ და ძველ სიყვარულს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. ფილმი ნომინაციებისთვის „საუკეთესო კოსტიუმები“ და „საუკეთესო არტ-დირექტორი“ იბრძოლებს.
„მარსიანელი/ The Martian“, 2015

რიდლი სკოტის ფილმი შესაძლოა მთავარი ნომინაციის – „წლის ფილმი“ გამარჯვებული გახდეს. სერ სკოტი და მისი წამყვანი მსახიობი მეტ დეიმონი ასევე შესაძლოა პრემიებით დაბრუნდნენ სახლში. ნამუშევარი ასევე კატეგორიებისთვის „საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“ და „საუკეთესო ვიზუალური ეფექტები“ იბრძოლებს.
„ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება/ Star Wars: Episode VII – The Force Awakens“, 2015

ფილმმა შესაძლოა ნომინაციები „წლის ჟღერადობა“ და „საუკეთესო ვიზუალური ეფექტები“ მოიპოვოს, ამიტომ დიდი ალბათობით ფილმი მსგავს ნომინაციებში გაიმარჯვებს.
„ჯოი/ Joy“, 2015

დევიდ ო რასელისთვის ჯენიფერ ლოურენსი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობი ქალია. სწორედ ამის დამტკიცებას შეეცადა ის თავის ახალ ფილმში, სადაც ეს უკანასკნელი მატროხელა დედას თამაშობს. ბოლო 5 წლის მანძილზე ლოურენსი შესაძლოა მეორე „ოსკარის“ მფლობელიც გახდეს.
„თავსატეხი/ Inside Out“, 2015

სტუდია Pixar-მა ამ მულტფილმით თითქმის „ოსკარის“ გარანტია მოიპოვა კატეგორიაში „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმი“.
„სტივ ჯობსი/ Steve Jobs“, 2015

დენი ბოილის ფილმი შესაძლოა კატეგორიის „საუკეთესო ორიგინალური სცენარი“ გამარჯვებული გახდეს. კინოაკადემიის წარმომადგენლებმა ჯობსის როლზე მაიკლ ფასბენდერი გამოყვეს. კრიტიკოსები ერთხმად ამტკიცებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად ის არ ჰგავდა ცნობილ ტექნოგიგანტს, მან კარგად გადმოსცა მისი სული.
„ჯაშუშების ხიდი/ Bridge of Spies“, 2015

სტივენ სპილბერგის ფილმები ხშირად არ რჩება „ოსკარის“ მიღმა, გამონაკლისი არც ახალი პროექტი გახდა. პროექტს რეალური შანები აქვს ნომინაციაში „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი“ მარკ რაილენსი, რომელიც მთავარ გმირზე, ტომ ჰენკსზე მეტად „დააფასეს“.
„გადარჩენილი / The Revenant“, 2015

რეჟისორ ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმზე 135 მილიონი დოლარი დაიხარჯა. სწორედ ამ ფილმს მიაწერენ შანსს, ლეონარდო დიკაპრიოს სანატრელი „ოსკარი“ მოუტანოს. ნამუშევარმა შესაძლოა გაიმარჯვოს კატეგორიებში: „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო წამყვანი მსახიობი“, „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი“ (ტომ ჰარდი), „საუკეთესო რეჟისორი“, „საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი“ და „საუკეთესო მუსიკა“.