LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოსკაროსანი ბრი ლარსონი ჯეიკობ ტრემბლის ემოციურ პოსტს უძღვნის

417

ფილმ „ოთახის“ მსახიობები, ბრი ლარსონი და ჯეიკობ ტრემბლი ამჯერად იაპონიაში იმყოფებიან, სადაც მათ ოსკაროსანი ფილმი წარადგინეს. წლის საუკეთესო მსახიობმა, ბრი ლარსონმა კი, Instagram-ის საკუთარ გვერდზე 9 წლის პარტნიორთან გადაღებული ფოტო და ემოციური პოსტი გააზიარა: „ჩვენ ორი წლის მანძილზე ერთად მთელი მსოფლიო მოვიარეთ. ვიცინოდით მაშინ, როცა სულ არ გვეცინებოდა. ვამხნევებდით ერთმანეთს მაშინ, როცა დაღლილობისგან არაფრის თავი არ გვქონდა, ჩვენ ფანტასტიური დრო გავატარეთ ერთად. დიდი მადლობა “ოთახის” ჯგუფს ჩვენი გაერთიანებისთვის. მე ეს დრო არასოდეს დამავიწყდება“, – დაწერა ბრი ლარსონმა სოციალურ ქსელში.

ამავე დროს ინტერნეტში გამოჩნდა იაპონური პრემიერის ფოტოებიც, სადაც ბრი ლარსონი წითელ ღვინოს შეექცევა. ჯეიკობ ტრემბლი კი, რძიან შოკოლადს. ვიდეოდან კი ჩანს, რომ იაპონური პუბლიკა პრემიერაზე ვარსკვლავებს ფეიერვერკით ხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g