LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოსტინ ბატლერთან სავარაუდო რომანის ფონზე, ზოი კრავიტცი ჰარი სტაილზთან ერთად გადაიღეს

178
download

დიდი ხნის შემდეგ, ჰარი სტაილზი საჯაროდ გამოჩნდა. ის ზოი კრავიტცთან სეირნობისას, რომის ქუჩებში დააფიქსირეს.

ქსელში გავრცელებულმა კადრებმა მედიაში მალევე გააჩინა ეჭვი 31 წლის არტისტისა და 36 წლის მსახიობის პოტენციურ რომანტიკულ კავშირთან დაკავშირებით, თუმცა ინსაიდერის თქმით, ისინი ახლო მეგობრები არიან.

წყვილთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციითვე, ისინი იტალიას უიკენდზე, განსატვირთად და დასასვენებლად სტუმრობდნენ.

აღსანიშნავია, რომ თავისუფალი დრო კრავიტცმა დარენ არონოფსკის ახალი ფილმის –  Caught Stealing პრეს-ტურის პარალელურად გამონახა.

ამასთან, ტაბლოიდების მთავარი განხილვის თემად რჩება კრავიტცისა და ოსტინ ბატლერის სავარაუდო სასიყვარულო ურთიერთობაზე აგორებული ჭორებიც, რასაც საფუძველი სწორედ მომავალი კინოსურათის მსოფლიო მასშტაბით წარდგენისას დაედო.

ფოტო/ვიდეო: მზერა და ქიმია – ზოე კრავიცი და ოსტინ ბატლერი ახალი ფილმის პრემიერაზე

ცნობისთვის, ,,ქურდობაში ეჭვმიტანილი” ქართულ კინოგაქირავებაში 28 აგვისტოდან ჩაეშვება. მასში ზოი კრავიტცისა და ოსტინ ბატლერის გარდა, მეთ სმიტირეჯინა კინგი და Bad Bunny მონაწილეობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები