მომღერალი ოთო ნემსაძე ჟურნალ „გზასთან“ ქართველების ხასიათს აფასებს და აღნიშნავს:
„გმირებზე დგას ჩვენი ქვეყანა… არ ვართ მხდალები, თუმცა არც იმ აზრს ვიზიარებ, ქართველები ყველაზე მაგრები ვართო, რომ გაიძახიან.
ჩვენი უბედურება, იცით, რაშია? მშვიდობის დროს არ ვიცით ერთმანეთის სიყვარული, თორემ თუ გაჭირდა, ერთმანეთს გვერდში ისე დავუდგებით, ყველას შეშურდება! არ მეგულება არც ერთი სხვა ერი, რომელიც ამას შეძლებს…“
ოთო ნემსაძე: „ამ ჩვენს ფსიქიკას რას უშვრებით? მერე იტყვიან, ამან იძალადა, იმან მოკლა…“
