LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზი ოსბორნის ვაჟს ქალიშვილი შეეძინა და მას ლეგენდარული ბაბუის სახელი, ოზი დაარქვა – ემოციური ფოტოები

180
page

ლეგენდარული არტისტის, ოზი ოსბორნის ოჯახში სასიხარულო ამბავია. როკ-მუსიკოსის ვაჟი, ჯეკ ოსბორნი მამა მეოთხედ გახდა. მას ქალიშვილი შეეძინა.

36 წლის ჯეკმა სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში გააზიარა. მან გამოაქვეყნა ახალშობილის შავ-თეთრი ფოტო და მისი უჩვეულო სახელი გაამხილა – ოზი მატილდა ოსბორნი. ბავშვს სახელი ბაბუის პატივსაცემად დაარქვეს.

„გაგაცნობთ ოზი მატილდა ოსბორნს. ის უკვე ჩვენთანაა და სრულყოფილია“, – დაწერა ჯეკმა .

გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩვილის გვერდით მოთავსებულია სათამაშო ღამურა, სიმბოლო, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მისი ბაბუის კარიერასთან.

როგორ დაგვემშვიდობა ოზი და როგორ ემშვიდობებიან მას ლეგენდები – „წყვდიადის პრინცმა“ ზეცა გაანათა

ოზი ოსბორნის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ცნობილია

BRIT Awards-ზე რობი უილიამსმა ოზი ოსბორნის სიმღერა შეასრულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები