„ქართული ოცნება“ კომუნისტურ საბჭოთა პათოსს დაემსგავსა“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ყველა ავტოკრატიას ხალხის დასათგრუნად მტრის ხატი სჭირდება და ასეთად „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკა დასახა.
„მართლა კომუნისტურ საბჭოთა პათოსს დაემსგავსა „ქართული ოცნება“. ქართველი მეჩაიები გმობენ ამერიკის იმპერიალიზმს, დაახლოებით ასეთია „ქართული ოცნების“ განცხადებები ომის პარტიასთან.
„ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ზოგიერთი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტია და თითქოს ვცდილობთ რევოლუციის წახალისებას ამ ქვეყანაში, თითქოს ჩვენ გვაქვს ბოროტი ზრახვები. ნამდვილად გულდასაწყვეტია ამის მოსმენა“ – რობინ დანიგანი
„გულსატკენი და იმედის გამაცრუებელია ნარატივის მოსმენა, რომელიც ცდილობს სიმართლისგან განსხვავებული სურათის დახატვას. მინდა გავიმეორო აშშ-ს ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ გახდეს ევროკავშირის წევრი“ – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის „საბჭოთა მეხსიერება“ საინაუგურაციო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ყველა ავტოკრატიას სჭირდება მტრის ხატი, მტრის საფრთხე, რომ ხალხი დათრგუნოს, საკუთარი მოქალაქეები ამ საფრთხით. იფიქრეს, იფიქრეს, რუსეთზე ვერაფერი თქვეს, იმიტომ, რომ თვითონ არიან რუსები და თქვეს, რომ 30 ათასი კმ-ით საქართველოსგან დაშორებული ამერიკა ყოფილა მტერი“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
დეპუტატი „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართავს და გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.
„დავუშვათ, რუსული კანონის არსს და მნიშვნელობას ვერ მიხვდით, ვერც პირველ მოსმენაზე, ვერც მეორეზე, ვერც მესამეზე, ვერც იმით, რომ ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.
ნიშნის მოგებით, რომ კითხულობდით, რატომ არის ეს კანონი რუსულიო?! – მეტი რუსობა რა გინდათ, ლოთი დიმიტრი მედვედევიც კი აღაფრთოვანა თქვენმა კანონმა, მედვედევი საქციელს გიწონებთ და ნეოკოლონიალიზმზე და აშშ-ზე ერთნაირად საუბრობთ. ახლა მაინც გამოფხიზლდით რა ზიანი მოუტანეთ ქვეყანას და ხალხს.
თქვენგან დიდი მოლოდინი არ მაქვს და ის მაინც გააკეთეთ, რომ დარჩენილ ვადაში, არჩევნებამდე რამე სხვა დიდ შარს და ხიფათს, ეს ქვეყანა არ გადაკიდოთ“. – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.