LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: „ოცნებამ“ მეგობრებად დემოკრატიისა და ხალხის მტერი რეჟიმები არჩია – ძალიან ცოტა დარჩა და რეჟიმს ქართველი ხალხი გამოუტანს განაჩენს!“

127
პაატა მანჯგალაძე

„ქართულმა ოცნებამ“, სამწუხაროდ, მეგობრებად დემოკრატიისა და ხალხის მტერი რეჟიმები არჩია – ძალიან ცოტა დარჩა არჩევნებამდე და რეჟიმს ქართველი ხალხი გამოუტანს განაჩენს”, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში იქნება, საქართველოს სრული იზოლაცია ემუქრება, რაც სრულ სიღარიბესა და მასობრივ ემიგრაციას გამოიწვევს.

აშშ საქართველოს მთავრობას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს

„ის, რა განცხადებებიც გვესმის ჩვენი მეგობრებისგან, ევროპისგან, ევროკავშირისგან და ამერიკის შეერთებული შტატებისგან, იცით სახელმწიფო მდივნის განცხადებაც, ეს მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დატოვება არ შეიძლება.

„ეს არის პოლიტიკური სიგნალი მთელი სამყაროსთვის, რომ საქართველო არ არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი“ – ზურაბ ჯაფარიძე აშშ-ის მიერ დახმარების შეჩერებაზე

თუ ისინი ხელისუფლებაში დარჩებიან, საქართველოს სრული იზოლაცია ემუქრება, რაც სრულ სიღარიბეს და კიდევ მეტი ქართველის, საქართველოს დატოვებას ნიშნავს. ამიტომ, 26 ოქტომბერს გვაქვს არჩევნები და უნდა ჩამოვაშოროთ რეჟიმი ხელისუფლებას, რომელიც მიზანმიმართულად აფუჭებს ჩვენს ყველა მეგობართან და პარტნიორთან ურთიერთობას.

„მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობა. იმედი მაქვს, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს“ – რობინ დანიგანი

ელჩმა განმარტა, თუ რამ გამოიწვია აშშ-ის მხრიდან აღნიშნული ქმედებები და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან აწუხებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა კანონი „უცხოური გავლენის“ შესახებ.

როცა 12 წლის თავზე „ჰეზბოლა” და „ჰამასი” არის შენი მოკავშირე და აცხადებ, რომ აშშ-სა და ევროპას ცუდი უნდა, ძალიან ცუდადაა იმ ხელისუფლების საქმე. „ქართულმა ოცნებამ”, სამწუხაროდ, მეგობრებად დემოკრატიისა და ხალხის მტერი რეჟიმები არჩია.

პიტერ სტანო: საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განვიხილავთ

შემთხვევითი არ არის, რომ ისინი ვენესუელას, კონგოს, „ჰამასის”, „ჰეზბოლას”, ირანს და ნაურუს ქვეყნებთან მეგობრობენ, ეს მათი მძიმე არჩევანია. ძალიან ცოტა დარჩა არჩევნებამდე და რეჟიმს ქართველი ხალხი გამოუტანს განაჩენს”. – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი ვაშაძე: „მივმართავ ირაკლი კობახიძეს, ერთი ხელით დაბლოკეთ 95 მლნ დოლარი და მეორე ხელი კი „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ლიდერებს ჩამოართვით, კითხვას გისვამ, აპირებ თუ არა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადო?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g