LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: „სამწუხაროა, რომ რადას თავმჯდომარე გვიხსნის, რა არის ქართველობა, რა არის რუსთაველი, რას ნიშნავს მეგობრობა და გვერდში დგომა”

115
BeFunky-collage (8)

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, “ქართული ოცნება” რუსეთის “სულელურ არგაღიზიანების პოლიტიკას” განაგრძობს. მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიერ ბუჩაში მიწვევაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით და მმართველ პარტიას სთხოვს “გამოაქვეყნონ სია, რა შემთხვევაში ღიზიანდება რუსეთი და ამ რეესტრის შემდეგ გვეცოდინება, რა უნდა გავაკეთოთ და რა არა”.

არის თუ არა მიზანშეწონილი, უწოდო მოწვევას „არასათანადო“, რომ ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში: სტეფანჩუკი პაპუაშვილს რუსთაველის სიტყვებით მიმართავს

„სამწუხაროა, რომ რადას თავმჯდომარე გვიხსნის, რა არის ქართველობა, რა არის რუსთაველი, რას ნიშნავს მეგობრობა და გვერდში დგომა.

„ქართული ოცნება“, სამწუხაროდ, აგრძელებს რუსეთის სულელურ არგაღიზიანების პოლიტიკას. „ქართულ ოცნებას“ ვთხოვ, გამოაქვეყნოს სია, რა შემთხვევაში ღიზიანდება რუსეთი და ამ რეესტრის შემდეგ გვეცოდინება.

რა უნდა გავაკეთოთ და რა – არა. ასეთი რეესტრი ბუნებაში არ არსებობს, რუსეთი გაღიზიანებულია იმითაც, რომ ქართული თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო არსებობს.

რაც შეეხება პაპუაშვილი უნდა ჩავიდეს თუ არა ბუჩაში, რა თქმა უნდა, უნდა ჩავიდეთ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ერთ-ერთი ინიციატორი. ჩვენ შევეცდებით, სტეფანჩუკთან დავამყაროთ კონტაქტი და იქ, სადაც უნდა ყოფილიყო პარლამენტის თავმჯდომარე წარმოდგენილი, იყოს ოპოზიციური ერთიანობა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს,  შალვა პაპუაშვილი ქალაქ ბუჩაში ბუჩაში ჩასვლის მოწვევა გაეგზავნა.

რაზეც პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

magti 5g