ზუგდიდიდან დედაქლაქის მიმართულებით მოძრავ მატარებელ დღეს ცეცხლი გაუჩნდა. საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სადგურ აბაშაში, ცეცხლი ზუგდიდი-თბილისის ხაზზე მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად შეჩერდა მსვლელობა და განხორციელდა მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ალტერნატიული საშუალებებით. არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა.
თუმცა “დაშავდა” ვალენტინობის საჩუქარი – სათამაშო ფუმფულა პანდა, რომელსაც სავარაუდოდ დედაქალაქში ვიღაც უნდა გაეხარებინა. ფოტო სათაურით: “ვალენტინობის საჩუქარი აბაშაში ხანძარს ემსხვერპლა. ps: მატარებლის ვაგონს გაუჩნდა ცეცხლი და პანდა მანდ დაეცა გმირულად” – სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ეს ამბავი მომხარებელმა ზვიად აბლოთიამ გაავრცელა:
იმათ გასაგონად ვინც დღეს საყვარელ ადამიანს საჩუქარი ვერ მიართვეს სხვადასხვა მიზეზების გამო – არავინ დაიბრალოს ჩემიაო! პატრონიც ცნობილია და სავარაუდო ადრესატიც!
რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს ვალენტინობაზე