“გლობალური კრიზისის ეროვნული გამოსავალი არ არსებობს. პანდებიის დასრულების მიზნით, ყველა ქვეყანამ უნდა ითანამშრომლოს და ეკონომიკის აღდგენა დაიწყოს. ეს გლობალური კრიზისია და საერთო გლობალურ რეაგირებას მოითხოვს: უპრეცედენტო გამოწვევების გადასალახად და COVID-19 ისტორიის წიგნებში გადასაცემად, თანამშრომლობა უმთავრესია. ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა დედამიწაზე სამართლიანად გადანაწილდება. შეხვდება, არა მხოლოდ მათ, ვისაც გადახდის უნარი აქვს, არამედ ყველას. ვირუსი არ იცავს საზღვრებს. თითქმის ყველა Covid-19 ვაქცინა, კარგად იმუშავებს”, – ამის შესახებ, მაიკროსოფტის თანადამფუძნებელმა, ბილ გეითსმა CNN-ის ეთერში განაცხადა.
PFIZER-სა და MODERNA-ს ვაქცინებმა აჩვენა, რომ ეფექტიანია.
“ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, რომ სავარაუდოდ, თებერვლისთვის ყველა ვაქცინა ეფექტიანი და უსაფრთხო იქნება”, – აღნიშნა მან.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ში შემთხვევების უზარმაზარი ზრდა დაფიქსირდა და ყოველდღიური ინფექციების რაოდენობა იზრდება. გეითსის თქმით, ზამთარში შესაძლოა, დღეში 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპოს.
“იყავით ფრთხილად. საკუთარ ოჯახებს რისკის ქვეშ ნუ დააყენებთ. ვიმედოვნებ გაზაფხულზე ვაქცინები ინფიცირებულთა კლებას გამოიწვევს და ამაში ამინდის ცვლილებაც დაგვეხმარება”.
რაც შეეხება ტესტებს, რომლითაც კოვიდდადებითობა დგინდება, ბილ გეითსი ამბობს, რომ COVID-19 ტესტების უმეტესობა აშშ-ში “მთლიანად ნაგავია”, რადგან შედეგის მიღებას ძალიან დიდი დრო სჭირდება.
მან ასევე მოუწოდა მარკ ცუკერბერგს, მეტი გააკეთოს ფეისბუქზე დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების გავრცელების წინააღმდეგ, რათა საზოგადოებამ სოციალური ქსელიდან მეტი სტრესი აღარ მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ ცნობილმა მილიარდერმა, ხუთი წლის წინ გააკეთა პროგნოზი და აღნიშნა, რომ მსოფლიოს გლობალური პანდემია ელოდა. ამ დროს საზოგადოებაში ჩნდება კითხვები – იყო თუ არა მიზანმიმართული კორონავირუსის აღმოჩენა და გავრცელება. გეითსის თქმით, პანდემია ძირეულად შეცვლის ბიზნესის წარმოებასა და სამუშაო სექტორს:
- დისტანციური შეხვედრები ნორმად იქცევა და სამსახურების უმრავლესობა დისტანციურ მუშაობაზე გადავლენ.
- დაინერგება მრავალი ახალი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც უფრო გაამარტივებს ონლაინ კომუნიკაციებს.
- ოფისებს რამდენიმე კომპანია გაინაწილებს, რადგან დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა მოიმატებს.
- დიდი ქალაქებიდან მაცხოვრებლები მცირე დასახლებებში გადავლენ. მათი დიდ ქალაქში ყოფნის საჭიროება აღარ იქნება, რადგან კონკრეტული საქმის კეთებას ადგილიდან შეძლებენ.
სამყარო ჩვეულ ცხოვრებას დიდხანს ვერ დაუბრუნდება. ვაქცინა აუცილებლად გამოვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი გაქრება. უბრალოდ, ის მეტად მართვადი გახდება. მომდევნო პანდემია, რომელიც მსოფლიოს ელოდება, ნაკლებად საზიანო იქნება. ბილ გეითსის ვარაუდით, კორონავირუსის პანდემია, 2022 წელს დასრულდება.
”ეპიდემია საუკეთესო შემთხვევაში, 2022 წელს დასრულდება . თუმცა, 2021 წლის განმავლობაში გლობალური მიდგომით, მაჩვენებლებს შევამცირებთ. მადლობა ღმერთს, უკვე არსებობს ვაქცინის შექმნის ტექნოლოგია, ფინანსირება არის, კომპანიებმა კი, თავიანთი საუკეთესო სპეციალისტები გამოყვეს. ამიტომ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ეს ყველაფერი მუდმივად არ იქნება”, – აღნიშნა გეითსმა.