პანდემიის ახალი ტალღა უფრო და უფრო ვრცელდება.
სტატისტიკის მთვლელ ვებგვერდ worldometers -ზე რიცხვები ყოველდღიურად საგანგაშოდ მზარდია .
დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს ჰყავს 74 536 277 დაინფიცირებული და 1 655 282 გარდაცვლილი.
პოზიტიურად გამოიყურება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც – ახალი მონაცემებით, კოვიდ 19 უკვე დაამარცხა 52 მილიონზე მეტმა ადამიანმა.
რაც შეეხება გადანაწილებას ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე ისევ შეერთებული შტატებია – 17 მილიონზე მეტი ინფიცირებულითა და 314 629 გარდაცვლილით.
მეორე ადგილზე ინდოეთია, 9 მილიონი ინფიცირებულით, ხოლო მესამეზე ბრაზილია – 7 მილიონი შემთხვევით.
15-მდე გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კოვიდ 19-ის მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ მოდევს პერუ და უკრაინა 900 000-ზე მეტი შემთხვევით.
