პანდემიის პირობებში, საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებს შორის ევროპაში ყველაზე წარმატებული „საქაერონავიგაციაა“. ინფორმაციას EUROCONTROL-ის მონაცემებზე დაყრდნობით „ავიანიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობითვე, 2021 წლის 11 თვის მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, „საქაერონავიგაციის“ შემოსავლები მხოლოდ 8%-ით შემცირდა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კლების ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ფინანსურად ყველაზე მძიმე დარტყმა პანდემიამ გაერთიანებულ სამეფოს, ესპანეთს, იტალიას, გერმანიას და საფრანგეთს მიაყენა.
წყარო: ავიანიუსი