LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის გამო, საქართველოში პირველი ელექტრომობილის წარმოების თარიღმა გადაიწია

125
71138991-703504590166821-7493806414905737216-n-2019-09-12-09-57-54-786126

საქართველოში პირველი ელექტრომობილის წარმოების თარიღმა 2022 წლისთვის გადაიწია. ინვესტორს ქუთაისში, ელექტრომობილების წარმოების დაწყებაში ხელი პანდემიამ შეუშალა. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„წარმოება რა თქმა უნდა, დაწყებული არაა, უგვიანდებათ დაწყება. თუმცა, გარკვეული სამშენებლო სამუშაოები ჩატარებული აქვთ, ნებართვაზეც მუშაობდნენ, ტექნოლოგიური ხაზიც აქვთ შერჩეული, მაგრამ ჩამორჩებიან კალენდარს და იმ ვალდებულებებს, რაც გაწერილი იყო. ეს არაა ერთადერთი კომპანია, რომელიც კოვიდის გამო ჩამორჩა, პანდემიაა ძირითადი მიზეზი, აქედან გამომდინარე, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს და თუ საჭირო იქნება, დამატებით დროსაც მივცემთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ქუთაისში პირველი ელექტრომობილის წარმოება და ევროპის ბაზარზე ექსპორტირება 2020 წლიდან ანონსდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g