ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების სხვა დაწესებულებებში გადაყვანა უსაფრთხოდ და მათი საუკეთესო ინტერესების დაცვით უნდა მოხდეს, ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, საჭიროა კარგად მომზადება, დაგეგმვა.
ნინოწმინდის პანსიონში რაც შესაცვლელია, ყველაფერს შევცვლით - მეუფე იაკობი
პანსიონში ამ დრომდე 23 ბავშვი რჩება.
„ჯანდაცვის სამინისტრო, რა თქმა უნდა, გააგრძელებს საპატრიარქოსთან ამ მიმართულებით მუშაობას.
რადგან სპონტანურად ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხდება, ამას სჭირდება მომზადება და შესაფერისი დაგეგმვა იმგვარად, რომ ბავშვების გადაყვანა სხვა დაწესებულებებში საუკეთესო ინტერესების დაცვით, უსაფრთხოდ მოხდეს.
რა თქმა უნდა, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენთვის შესაძლებლობა იმის, რომ მოლაპარაკებები უფრო ეფექტიანად გაგრძელდეს, იზრდება, ამდენად, ჩვენ მუშაობას ამ მიმართულებით ვაგრძელებთ“. – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
