ტვ “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან დღეს ერთი წელი გავიდა.
ლაშქარავას დედა: ცოცხალი ლეში ვარ… მე იმ წუთში მოვკვდი
როგორც ლაშქარავას ახლობლები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგაც არ არიან დასჯილები ის დამნაშავეები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენების დროს, ჟურნალისტს თავს დაესხნენ.
აღნიშნული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა, რომ ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი დადგენილია და ცემასთან უშუალო კავშირში არ აქვს.
“რამდენადაც ვიცი 6 ადამიანია სწორედ ცემის ფაქტზე გასამართლებული, უკვე მისჯილი აქვთ მათ, შესაბამისად, დამნაშავეები, რაც შეეხება ცემას, დასჯილები არიან.
რაც შეეხება სიკვდილის მიზეზს, ეს მიზეზიც დადგენილია და იცით, ცემასთან უშუალო კავშირში არ არის”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ლექსო ლაშქარავა იყო მედიის იმ წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი, რომლებსაც 2021 წლის 5 ივლისს თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ლექსო ლაშქარავას თავდასხმის დროს თვალი დაუზიანდა. მას ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ის 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ნოდარ მელაძე: ლექსო ლაშქარავას საქმე დარჩება ამ ხელისუფლების სირცხვილად