LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: „ვიდრე ახალმა ადმინისტრაციამ ამერიკულ ფონდებს ცხვირი არ წაატეხა, არავის უნდოდა ეღიარებინა, რომ თანხას თაღლითურად ხარჯავდნენ, მათ შორის, ქვეყნებში არეულობის მოსაწყობად – იგივე სიტუაციაა ევროკავშირის ფონდებთან“

130
შალვა პაპუაშვილი

„ვიდრე აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამერიკულ ფონდებს ცხვირი არ წაატეხა, იქამდე არავის უნდოდა ეღიარებინა, რომ ეს ფონდები თანხას თაღლითურად ხარჯავდნენ, მათ შორის, სხვა ქვეყნებში არეულობის მოსაწყობად – იგივე სიტუაცია არის ევროკავშირის ფონდებთან დაკავშირებითაც – თავად ევროკომისიამ აღიარა, რომ თანხები ლობიზმისთვის იხარჯებოდა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ლობიზმი საქართველოში ხილულია. პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნების წინ, ევროკავშირის ფული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად იხარჯებოდა.

„ჩვენ ხომ ვხედავთ, სანამ ამერიკულ ფონდებს ახალმა ადმინისტრაციამ ცხვირი არ წაატეხა, იქამდე არავის უნდოდა ეღიარებინა, რომ ეს ფონდები ამერიკული ბიუჯეტიდან თანხას ხარჯავდნენ, როგორც შემდეგ ადმინისტრაციამ შეაფასა, თაღლითურად. თანხას ხარჯავდნენ სხვა ქვეყნებში არეულობის მოსაწყობად.

„სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები, მას, უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ“ – შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე

იგივე სიტუაცია არის ევროკავშირის ფონდებთან დაკავშირებითაც. აქაც, დიდი ხანია ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. როგორც ჩანს, ბოლოს, სანამ ცხვირს არ წაიტეხენ თვითონ… ეს სწორედ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ თვითონ წაიტეხეს ახლა უკვე ცხვირი. სხვათა შორის, ევროპის სახალხო პარტია EPP არის აღშფოთებული ამაზე, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფული იხარჯებოდა ლობიზმისთვის.

სხვა რამეს ხომ არ ვამბობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში?! ეს არის კორუფციის ნაირსახეობა, როდესაც საჯარო თანხები გამოიყენება პოლიტიკური, ვიწროპარტიული თუ გარკვეული ვიწრო ჯგუფის ინტერესებში მყოფი პოლიტიკური დღის წესრიგის წინ წასაწევად. ეს ლობიზმი საქართველოში ხილულია.

შალვა პაპუაშვილი: „იმის გამო, რომ უარი ვთქვით, ესკალაციაზე, ორმხრივ სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ქვეყნის დანგრევაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია“

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ტაშკენტში, ბელგიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჩვენ ვნახეთ საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ ევროკავშირის ფული იხარჯებოდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. ევროკავშირის ელჩი პირადად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიაში.

თავად ევროკომისიამ აღიარა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ თანხები არამიზნობრივად, ლობიზმისთვის იხარჯებოდა, მათ შორის, სპეციფიკურად იხარჯებოდა ოპონენტების გასაჩუმებლად, მათი დისკრედიტირებისთვის, რომ არ გაეწიათ პოლიტიკური ოპონირება გარკვეული საკითხების მიმართ“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„არჩევნების გაყალბების მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არ აქვს ალტერნატივა, გარდა იმისა, სრულფასოვნად ცნოს ქართული დელეგაციის მანდატი“ – ნიკოლოზ სამხარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g