LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუნაშვილი ბრემენელ მუსიკოსებში ეწერება

42

გიორგი პაპუნაშვილმა “ვერდერის” ახალგაზრდულ გუნდში მორიგი მატჩი “ხემნიცერთან” ჩაატარა და სადებიუტო გოლიც შეაგდო. 20 წლის ქართველის გოლი ეფექტურიც გამოდგა, გადამწყვეტიც და გამარჯვების მომტანიც.

პაპუნაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, რომელიც გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა.

იმედია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი პროგრესს განაგრძობს და მალე “ვერდერის” მთავარ გუნდში ვიხილავთ, სადავ ”ბრემენელ მუსიკოსებთან” ერთად მთავარ პარტიებს შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები