LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარალიმპიურ ჩემპიონს სახელმწიფოსგან 1 მილიონი ლარი გადაეცემა, ვერცხლისმედალოსნებს 500 000 ლარი, ბრინჯაოსმედალოსნებს კი 250 000 ლარი

141
Capture

პარალიმპიურ ჩემპიონს სახელმწიფოსგან 1 მილიონი ლარი გადაეცემა, ვერცხლისმედალოსნებს 500 000 ლარი, ბრინჯაოსმედალოსნებს კი 250 000 ლარი. ამის შესახებ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერმა ქართველ პარასპორტსმენებს მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცა. და განაცხადა, რომ ის პარასპორტსმენებიც დაჯილდოვდებიან, რომლებსაც პარალიმპიადაზე მედალი არ მოუგია.

„ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც პარალიმპიადაზე მედალი არ მოუგია, 50 000 ლარის ჯილდოთი დაფასდება. თქვენი წარმატების დაფასება არის ჩვენი განსაკუთრებული ვალი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, პარალიმპიადიდან ქართველი პორტსმენები 9 მედლით დაბრუნდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g