კრიშტიანო რონალდო პსჟ-ს ხელმძღვანელობას შეხვდა. ზაფხულში შესაძლოა უდიდესი ტრანსფერი განხორციელდეს.
France Football-ის ცნობით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი პარიზული კლუბის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის შეხვდა და მეორე დღეს საკუთარი თვითმფრინავით მადრიდში გაბრუნდა.
ამასობაში ფრანგული გრანდი კიდევ ერთ პორტუგალიელს ეკურკურება.
Sky Sports-მა დაწერა, რომ პსჟ-მ ჟოზე მოურინიოს უკვე შეთავაზა კონტრაქტი.
პრეზიდენტი ალ-ხელაიფი მიიჩნევს, რომ ლორან ბლანისგან განსხვავებით მოურინიოს შეუძლია გუნდს ევროპულ ასპარეზზე წარმატებები მოუტანოს. გამოცემის მონაცემებით, თავად განსაკუთრებულ კაცს უფრო ”მანჩესტერის” გაწვრთნა სურს, თუმცა პარიზულ წინადადებას საიმედო სათადარიგო ვარიანტად განიხილავს.