LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი ინტერნეტში ყველაზე განხილვადი ევროპული ქალაქია

122
best-french-apps

პარიზი ინტერნეტში ყველაზე განხილვადი ევროპული ქალაქია. ასეთ რეიტინგს ციფრული კომუნიკაციების სააგენტო ING Media ავრცელებს. საინტერესოა, რომ გასული 6 წელი სიაში უკონკურენტო ლიდერი ლონდონი იყო.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ციფრულ სამყაროში ქალაქების ხსენების სიხშირეზე გავლენას ახდენს კულტურა, მნიშვნელოვანი მოვლენები, გეოპოლიტიკური მდგომარეობა და საინვესტიციო კლიმატი.

გასულ წელს ქსელში პარიზზე 21%-ით უფრო ხშირად საუბრობდნენ. ბუნებრივია, ეს დიდწილად უკავშირდება მოსალოდნელ ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც სტარტს 26 ივლისს აიღებს. გარდა ამისა, პარიზის მიმართ ინტერესს ზრდის მოდის კვირეული სექტემბერში და გასული რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი.

ასევე, პარიზმა ლონდონს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვის მასშტაბებითაც გადაუსწრო. საფრანგეთის დედაქალაქი 6 მილიონი ხსენებით ლიდერობს, ლონდონის შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 5,2 მილიონია.

ინტერნეტში ყველაზე ხშირად განხილავდი 10 ევროპული ქალაქი:

  1. პარიზი
  2. ლონდონი
  3. მადრიდი
  4. სტამბოლი
  5. რომი
  6. ბარსელონა
  7. მილანი
  8. ბერლინი
  9. ანკარა
  10. ვალენსია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები