LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი ტურისტებს ახალი პლაჟებით მიიზიდავს – დანიშნულებამ საინტერესო სიახლე დააანონსა

124
thumb_1024x663_seine-2025-11zon

2025 წლისთვის პარიზი გეგმავს, რომ მდინარე სენაში წყლის ხარისხი ისეთ დონემდე მიიყვანოს – მასში ბანაობა უსაფრთხო გახდეს. ქალაქის მერიამ უკვე შეარჩია 20 ადგილი, სადაც პლაჟისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობაა შესაძლებელი, წერს The Mayor.

იმისათვის, რომ სენაში წყალი უკეთესი გახდეს, პარიზი მდინარეში სისუფთავის დაცვის სტანდარტებს განაახლებს, დარგავენ მეტ მცენარეს და გამოიყენებენ უფრო მეტ თანამედროვე ტექნოლოგიას.

XX საუკუნემდე სენაში ბანაობა პარიზში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, თუმცა ქალაქის მასშტაბების ზრდასთან ერთად წყალი ძალიან დაბინძურდა და მასში ჩასვლა ზუსტად 100 წლის წინ აკრძალეს. ხოლო, 40 წლის წინ სენა ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მასში გადარჩენა მხოლოდ ორი სახეობის თევზმა შეძლო.

დღეისთვის სენაში 30-მდე სახეობის თევზს ითვლიან, ხოლო წყლის სინჯის 91% კარგ შეფასებას იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები