LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პარიზიდან ვუყურებდი ძალიან დიდ ჯიკაობას”- ელისო ბოლქვაძე გავრილოვის ღამეზე

304
thumb

“ქართული ოცნების” ახალი სახე, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე “მთავარ არხთან” ამბობს, რომ 20 ივნისს პარიზიდან “ძალიან დიდ ჯიკაობას” უყურებდა. ჟურნალისტის კითხვაზე, იცოდა თუ არა რა მოხდა 20 ივნისს, ბოლქვაძემ უპასუხა, რომ “რაღაც საშინელება” მოხდა.

ელისო ბოლქვაძეს არ ესმის რატომ უნდა იდგეს ახალგაზრდა ქუჩაში და ურჩევს მათ – “იმეცადინონ”

ელისო ბოლქვაძე: საკანონმდებლო ორგანოს წინ ასეთი რამ არ….

ჟურნალისტი: საფრანგეთში ჯიკაობა არ გინახავთ?

ელისო ბოლქვაძე: რა თქმა უნდა, მინახავს ოღონდ ქუჩაში, ქუჩაში გამოსვლების მეტი რა მინახავს.

ჟურნალისტი: და დათხრილი თვალები გინახავთ?

ელისო ბოლქვაძე: ახალგაზრდობა დაინტერესებული უნდა იყოს თავისი წინსვლით და უნდა იჯდეს იმეცადინოს, წარმატებებს მიაღწიოს.

ჟურნალისტი: და არ უნდა გააპროტესტონ რაც არ მოსწონთ?

ელისო ბოლქვაძე: მე დღეს გავრილოვის თემას არ ვეხები და არ ვიხილავ ამ თემას.

 

“ვარდების რევოლუცია რუსებმა გააკეთეს”: ლადო კახაძის თქმით, ოპოზიციურ ფრთაზე ძალიან ნაწყენია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g