LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზს ტურისტების მიღება აღარ უნდა

54

პარიზს ტურისტების მიღება აღარ უნდა. საფრანგეთის დედაქალაქში სახლების დაჯავშნის პოპულარული ონლაინ-სერვისის Airbnb-ს აკრძალვა სურთ. ხელისუფლების აზრით, ასეთი ზომების მიღება აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქი „ღია ცის ქვეშ გახსნილ მუზეუმად“ გადაიქცევა. პარიზში უცხოელთა მომრავლების გამო ცხოვრების ღირებულება გაიზარდა, რამაც ადგილობრივებს დიდი დისკომფორტი შეუქმნა. გაიზარდა ტრანსპორტისა თუ საკვები პროდუქტის ფასებიც, ამიტომ ფრანგებს ტურისტები აღარ უნდათ. აღსანიშნავია, რომ ამჟამად Airbnb-ზე  60 ათასზე მეტი პარიზული ბინაა განთავსებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები