LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პარლამენტი ყველა შემთხვევაში შეიკრიბება… თუკი პრეზიდენტი, რომელიც ფაქტობრივად გასულია საკონსტიტუციო ველიდან და სივრციდან, არ დანიშნავს კონკრეტულ დღეს, მაშინ ახლად არჩეული პარლამენტი იკრიბება შემაჯამებელი ოქმის გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა…“ – ირაკლი ქადაგიშვილი

188
ირაკლი ქადაგიშვილი, სალომე ზურაბიშვილი

„თუკი პრეზიდენტი, რომელიც ფაქტობრივად გასულია საკონსტიტუციო ველიდან და სივრციდან, არ დანიშნავს კონკრეტულ დღეს, როგორც კონსტიტუციაში წერია, ახლად არჩეული პარლამენტი იკრიბება შემაჯამებელი ოქმის გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი ყველა შემთხვევაში შეიკრიბება.

„როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის შეკრების დღე, თარიღი შეუძლია განსაზღვროს საქართველოს პრეზიდენტს. ეს უფლება მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი, რომელიც ფაქტობრივად გასულია საკონსტიტუციო ველიდან და სივრციდან, არ დანიშნავს კონკრეტულ დღეს, მაშინ როგორც კონსტიტუციაში წერია, ახლად არჩეული პარლამენტი იკრიბება შემაჯამებელი ოქმის გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. ამიტომ, პარლამენტი ყველა შემთხვევაში შეიკრიბება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში 20:00 საათზეა დაგეგმილი. ბრიფინგის თემა უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g