LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს – მიზანი შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა: საქართველოს პარლამენტი

98
პარლამენტი

საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლის შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. მათივე ცნობით, აღნიშნულის მიზეზი „შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა“.

„25 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g