LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

60
FORTUNA.GE-

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი დროებითი გამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

კომისიის შექმნას საკონსტიტუციო ორგანოში პარლამენტის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ დადგენილებას 78-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

საგამოძიებო კომისია არის დროებითი და ის სამი თვის განმავლობაში იმუშავებს.

დადგენილების პროექტის წარმდგენი ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეა.

როგორც მდინარაძემ დღეს განაცხადა, კომისიის შემადგენლობას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სამ დღეში დააკომპლექტებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციისა და პოზიციის წარმომადგენლობა ან თანაბარი უნდა იყოს, ან ოპოზიცია უფრო მეტი რაოდენობით უნდა იყოს წარმოდგენილი, ვიდრე მმართველი გუნდი.

mazda magti 5g