LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 80 ხმით, ერთხმად დაამტკიცა

113
პარლამენტი

80 ხმით, ერთხმად – პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით მიიღეს.

პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.

პარლამენტში თავდაპირველად ინიცირებული პროექტის გათვალისწინებით, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა გადასცდენოდა, საარჩევნო პერიოდში კი – 14 დღეს.

განხილვის პროცესში აღნიშნული ვადა დაკორექტირდა – კანონის პროექტის საბოლოო რედაქციით, როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას 14 დღის ვადაში მიიღებს.

magti 5g