LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია – „ქართულმა ოცნებამ“ წარდგენილ 3 კანდიდატს მხარი არ დაუჭირა

166
მამუკა მდინარაძე

პარლამენტმა სახალხო დამცველი ისევ ვერ აირჩია. „ქართული ოცნებამ“ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. უმრავლესობაში განაცხადეს, რომ სხვადასხვა გარემოების გამო, მათთვის წარდგენილი სამი კანდიდატი პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა.

აღნიშნულის შესახებ პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა და თქვა, რომ ომბუდსმენის ასარჩევად კონსულტაციები საგაზაფხულო სესიებზე გაგრძელდება.

„სამი კანდიდატი პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენთვის სხვადასხვა გარემოების გამო, დანარჩენი ხუთიდან აერჩიათ ერთ-ერთი. რადგან ასეთი შეთანხმება ჩვენს შორის ვერ შედგა, ამიტომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა არავის დაუჭერს მხარს, ამ შემთხვევაში ჩვენთვის ფორმალური კენჭისყრა იმართება. ჩვენ შევეცდებით საგაზაფხულო სესიისთვის კონსულტაციები განვაგრძოთ და იქნებ იქ მაინც მივაღწიოთ კონსენსუსს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატებიდან გიორგი ბურჯანაძემ 16 ხმა მიიღო, ანა აბაშიძემ 12, ნაზი ჯანეზაშვილმა კი 8.

შეგახსენებთ, რომ ახალი სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმაა საჭირო, შესაბამისად, კანდიდატის მხარდასაჭერად პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსია საჭირო.

ამავე თემაზე:

მიხეილ სარჯველაძე: ანა აბაშიძემ „ქართულ ოცნების“ ამომრჩეველს ბიოდეგრადირებული მასა უწოდა, გიორგი ბურჯანაძე აქტიურ აგიტაციას ეწეოდა, რომ ხალხი გამოსულიყო და მოეთხოვა ხელისუფლების გადადგომა, როგორ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს ხალხი მიუკერძოებელი არაა?

ლევან ბეჟაშვილი: მმართველი გუნდი უნდა ხვდებოდეს, რომ ნებისმიერი სახალხო დამცველი ვერ იქნება „ქართული ოცნების“ დამცველი

mazda magti 5g