LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტი შევიდა: ვინ განიხილავს კანონპროექტს თუ პარლამენტმა მუშაობა დღეს დაასრულა

126
BeFunky-collage - 2020-10-01T160526.921

საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში დღეს, მთავრობის მიერ პირველადი განხილვით უკვე დარედაქტირებული და შესწორებული, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შევიდა. პროექტის პირველი ვერსია, პარლამენტმა მუშაობის პროცესში ერთხელ უკვე განიხილა, შეიტანა შესაბამისი შესწორებები და საქართველოს მთავრობას დაუბრუნა. დოკუმენტი დღეს განახლებული ვარიანტით ისევ წარედგინა პარლამენტს, თუმცა მას უკვე ახალი მოწვევის პარლამენტი განიხილავს, რადგან მე-9 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დღეს დაასრულა. ინფორმაცია “ფორტუნას” პარლამენტში დაუდასტურეს.

განახლებული დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტის შემოსულობები, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 3.6 მილიარდი ლარით, 14.7 მილიარდ ლარამდე მცირდება.

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო მთავრობამ ივნისში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა და ახალი საგარეო ვალდებულებების გათვალისწინებით, ბიუჯეტის შემოსულობები 14.5 მილიარდი ლარიდან 18.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ბიუჯეტის ნაწილში გადასახადები 1.1 მილიარდი ლარით, 17 მილიარდ ლარამდე იზრდება.

ამავე კანონპროექტის მიხედვით, საბუჯეტო შემოსავლები წლევანდელთან შედარებით, მილიარდი ლარით მეტია და 11.2 მილიარდ ლარს შეადგენს. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის ბიუჯეტში შემცირებულია ვალების ზრდის ტემპი.

რაც შეეხება საგარეო ვალდებულებები 3.1 მილიარდი ლარით გაიზრდება (წელს ზრდა რვა მილიარდ ლარზე მეტია), ხოლო საშინაო ვალდებულებს, მთავრობა მილიარდი ლარით ზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g