LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს სლოგანით, ”თავისუფლება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას”

51
რურუა

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან ორგანიზაციები – “დაიცავი საქართველო”, “მონიტორინგის ცენტრი-საზოგადოება” და “დაიცავი არჩევანი” აქციას მართავენ სლოგანით – “თავისუფლება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას”. ისინი 8 მარტის შეთანხმებას და “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

მონაწილეების თქმით, რურუა უკანონო პატიმრობაშია. ასევე, ისინი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებისადმი, სადაც საქართველოს პარლამენტმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე უნდა იმსჯელოს პროტესტს გამოთქვამენ.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის ” წევრი თინა ბოკუჩავა მივიდა და აღნიშნა, რომ “პარლამენტი პოლიტიკურ ლეშად იქცევა, თუ ივანიშვილის დაკვეთით ნიკა მელიასთავის უფლებამოსილების მიხსნას მხარს კიდევ ერთხელ დაუჭერს”.

“კარგად გვესმის, თუ ვინმე უნდა დასჯილიყო გავრილოვის საქმესთან დაკავშირებით, ეს არის ირაკლი კობახიძე, რომელიც გავრილოვი აქ ჩამოიყვანა და გიორგი გახარია, რომელმაც შემდეგ მიტინგი დაარბია. ამის ნაცვლად, ეს ადამიანიები უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ. დემოკრატიულ სახელმწიფოში ასე იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ასეთში არ ვცხოვრობთ, ამიტომ დროულად უნდა მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს, გავისტუმროთ ივანიშვილი და მისი მონები”. – განაცხადა, თინათინ ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები