LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში ინტერპელაციით მაკა ბოჭორიშვილს იბარებს

119
გახარია საქართველოსთვის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში ინტერპელაციით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს იბარებს.

შესაბამისი განცხადებით ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შალვა კერესელიძე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავს.

„ბატონო შალვა, საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი–მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, 2026 წლის 14/15/16 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციის გამართვის მიზნით, დანართის სახით გიგზავნით, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „საქართველოსთვის“ წერილობით შეკითხვებს. გთხოვთ, აღნიშნული შეკითხვები გადასცეთ ადრესატს – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს“,-აღნიშნულია მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g