საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის ბრალდებებს ერთ-ერთმა ადრესატმა, ხალხური მედიცინის სპეციალისტმა, არუნ ხათრმა უპასუხა.
პროფესორ, გიორგი ფხაკაძის მოწოდებას, სადაც მან არუნ ხათრს და Nuki Cosmetics-ის დამფუძნებელ, ნუკი კოშკელიშვილს ხარისხის სერტიფიკატების გასაჯაროებისკენ მოუწოდა, ხალხური მედიცინის სპეციალისტმა, ვიდეომიმართვით უპასუხა.
„მოკლედ, არუნა, ნუკი – მოვდივარ თქვენკენ, წინასწარ გაფრთხილებთ! ვნახოთ ერთი რას ჰყიდიან…“ – გიორგი ფხაკაძის მიმართვა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ფხაკაძე კონკრეტულ კომპანიებს, მათ ხელმძღვანელებს ასახელებს და ხარისხის სერტიფიკატების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს: „ინდური სიროფმა 20 ბავშვი მოკლა დღეს! საქართველოში რას ვსვამთ?! არუნას, ონლაინ და „უბრალო აფთიაქებო“ – სად არის თქვენი ხარისხის სერტიფიკატები! ნუ მოკლავთ!“ – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში. გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გაავრცელა და ინდური ხალხური […]
ხათრი ამბობს, რომ მის კომპანიას, ყველა საბუთი და სერტიფიკატი აქვს, რაც საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული:
„ეს ჩემი ბოლო ვიდეო იქნება ამ თემაზე, რადგან მე მაგის დრო არ მაქვს.
პირველ რიგში, საქართველოში არ შემოდის მედიკამენტები ისე, რომ არ ჰქონდეს „ჯი ემ პი“ და ხარისხის სერტიფიკატი. რაც შეეხება ჩვენს დანამატებს, ყველა საბუთი გვაქვს და ყველა სერტიფიკატი, რომელიც დიდი ხანია რაც დევს ჩვენს ვებგვერდზე და შეგიძლიათ ნახოთ…
ახლა ვიღაც ექიმმა ვითომ თქვა, რომ ეს სერტიფიკატი ყალბია, მე ამ თემაზე მესამე ვიდეოს აღარ ჩავწერ…
არ ვართ დამალულები, აქ ვართ და აქ დევს ყველანაირი საბუთი…
და ბოლოს, ნუ სვამთ წამლებს, ჩემი საქმე ხომ ეგ არის, რომ თქვენ წამლები არ დალიოთ…“ – ამბობს ხათრი ვიდეომიმართვაში.
„თაღლითია, ფულს ითხოვს, მაგას თუ დავუჯერებთ პანდემიის დროს ყველა უნდა ამოვწყვეტილიყავით…“ – სკანდალი კოსმეტიკის გარშემო: რატომ ემუქრება გიორგი ფხაკაძე ნუკი კოშკელიშვილს სასამართლოში ჩივილით
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე და ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი ხმაურიანი დაპირისპირების ეპიცენტრში მოექცნენ.
ცნობისთვის, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე კონკრეტულ კომპანიებს, მათ ხელმძღვანელებს ასახელებს და ხარისხის სერტიფიკატების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს:
„ინდური სიროფმა 20 ბავშვი მოკლა დღეს! საქართველოში რას ვსვამთ?! არუნას, ონლაინ და „უბრალო აფთიაქებო“ – სად არის თქვენი ხარისხის სერტიფიკატები! ნუ მოკლავთ!“ – წერდა ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გაავრცელა და ინდური ხალხური მედიცინის სპეციალისტს, არუნ ხათრს და Nuki Cosmetics-ის დამფუძნებელ, ნუკი კოშკელიშვილს ხარისხის სერტიფიკატების გასაჯაროებისკენ მოუწოდა.