ბელარუსი პოლონეთზე თავდასხმით იმუქრება.
ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, რუსლან კოსიგინმა ისაუბრა.
ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ავრცელებს.
როგორც კოსიგინმა აღნიშნა, “დასავლეთმა ნათლად უნდა გაიგოს, რომ ბელორუსის პასუხი “შეიარაღებულ პროვოკაციებზე” იქნება “ადეკვატური და მკაცრი”.
„პოლონეთის ტერიტორია, ისევე, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, იქცევა პოლიგონად, სადაც შეერთებული შტატები გეგმავს ევროპაში მორიგი სისხლიანი კონფლიქტის გაჩაღებას რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. ჩვენი სამიზნე გახდება გადაწყვეტილების მიღების ცენტრები, მართვის სისტემის ელემენტები, ეროვნული შეიარაღებული ძალების მუდმივი განლაგების პუნქტები, არსენალები და ბაზები, ასევე, მათი ეკონომიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტები“, – აღნიშნა კოსიგინმა.