LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასუხი ,,ზუმის” გამოწვევაზე – ,,ფეისბუკის” მესენჯერის ვიდეოჩათში 50-მდე ადამიანს ულიმიტო საუბარი შეეძლება

332
Facebook-Header-600x344

ახალი კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა და ბევრი სერვისის ადაპტირება გახდა საჭირო. გამონაკლისს არც “ფეისბუკი” წარმოადგენს. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი მომხმარებლებს ახალ ფუნქციებს სთავაზობს, რომელთა საშუალებითაც ისინი შეძლებენ უფრო ადვილად ეკონტაქტონ ახლობლებს და მეგობრებს. ახალი ფუნქციები შეეხება მესენჯერს, ,,ფეისბუკ ლაივს”, ,,ინსტაგრამს” , “ვოთსაპს” და ,,ფეიბუქ პაემანს”, თუმცა ყველაზე საყურადღებო ალბათ მაინც მესენჯერის ახალი ფუნქციაა.

,,მესენჯერ ოთახი” Messenger Rooms არის ჯგუფური ვიდეოზარის სერვისი, რომლის გამოყენებაც შეეძლებათ როგორც ,,ფეისბუკის”, ასევე მესენჯერის მომხმარებლებს. იუზერებს შეეძლებათ ვიდეოჩათში მოიწვიონ მეგობრები და ულიმიტოდ ესაუბრონ მათ. ერთ ვიდეოჩათში 50-მდე იუზერს შეეძლება მონაწილეობა.

,,ფეისბუკის” მსგავსი სერვისი პირდაპირი პასუხი იქნება ,,ზუმის” გამოწვევაზე – აპლიკაციის, რომლის მომხმარებელთა რაოდენობაც პანდემიის ფონზე დღეში 300 მილიონს შეადგენს. ,,ფეისბუკის” კონკურენტებია სხვა ვიდეოპლატფორმებიც, მაგალითად ,,სკაიპი”, რომელმაც ,,ზუმს” მიბაძა და ვიდეოზარებზე წვდომა ბევრად გააადვილა ვიდეოზარის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდით და რეგისტრაციის მოთხოვნის მოხსნით.

ცვლილებები “ფეისბუკში” ამერიკელი მომხმარებლებისათვის დღეიდან ამოქმედდება, სხვა ქვეყნებში კი ნაწილ-ნაწილ, მომდევნო კვირის განმავლობაში.
,,ფეისბუკის” მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მეგობრების მიერ შექმნილი ის”ოთახები” იხილონ სიახლეების ველში, ჯგუფებში და მესენჯერში, რომლებზეც მათ წვდომას ,,ოთახის” შემქმენელები აძლევენ.რომელიმე “ოთახიდან” მიპატიჟების შესახებ ისინი სპეციალურ შეტყობინებას მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g