LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა დათიკოს მდგომარეობა უმძიმესია – დღეს ისევ საოპერაციოდ უნდა გაეყვანათ, მაგრამ…: შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული ბავშვის ახლობელი

1383
8 წლის დათი

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვი ისრაელში სამკურნალოდ არის გადაყვანილი. როგორც ოჯახის ახლობელი მანანა ხორბალაძე სოციალურ ქსელში წერს, პატარა დათიკოს მდგომარეობა უმძიმესია, აქვს სიცხე, რის გამოც დღეს ოპერაციის გაკეთება ვერ მოხერხდა.

როგორც მანანა ხორბალაძე წერს, 8 წლის ბავშვს სოკო აღმოუჩინეს, რომელიც სწრაფად ვითარდება და ანეკროზებს უჯრედებს.

ოჯახის ახლობელი საზოგადოებას სთხოვს საქართველოს დროით 8 საათზე, საერთო ლოცვას შეუერთდნენ და ერთად სთხოვონ უფალს დათიკოს გადარჩენა.

„ჩემო მეგობრებო

პატარა დათიკოს მდგომარეობა უმძიმესია

დღეს ისევ საოპერაციოდ უნდა გაეყვანათ, მაგრამ სიცხე აქვს. სოკო აღმოუჩინეს, რომელიც სწრაფად ვითარდება და ანეკროზებს უჯრედებს.

ისრაელის დროით საღამოს 9-საათზე ლოცულობენ მისთვის.

გთხოვთ ჩვენც შევუერთდეთ დათისთვის ლოცვას.

საქართველოს დროით, საღამოს 8 საათზე

ევროპის დროით საღამოს 8 საათზე

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრებაი ნათესავისა ქრისტიანეთაისა.

ამინ!

ეს ლოცვა უნდა წარმოვთქვათ სამჯერ

კურთხევა გვაქვს ისრაელიდან

გთხოვთ გაავრცელეთ“, – წერს მანანა ხორბალაძე.

„გუშინ გაიღვიძა, მშობლები ნახა, ვერ კონტაქტობს, მაგრამ ემოციებს გამოხატავს“ – შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ ბავშვს ისრაელში გადაიყვანენ

შეგახსენებთ, 8 წლის ბავშვს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დავით ჯალაღონიას, რომელიც ბრალდებულია 31 მარტს, 8 წლის ბავშვზე ავტომანქანით დაჯახების საქმეში.

მთავარია ბავშვი გადარჩეს, ჩემ თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, პატიმრობა მეკუთვნის: შარტავას ქუჩაზე ავარიის საქმეზე ბრალდებული

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით. ამ მუხლით ავტომობილის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით ემუქრება.

სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი, ღმერთო მიცოცხლე, მეტს არაფერს აღარ გთხოვ: რას წერს ავარიისას დაშავებული მოზარდის დედა

“5 ოპერაცია ჩაუტარდა 8 საათის განმავლობაში” – როგორია შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g