LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრიარქმა მითხრა: ნუ დაეჯახები მათ, დიდი შური იციან” – გოგაშვილი ილია მეორესთან შეხვედრას იხსენებს

248
უსათაურო დიზაინი (1)

სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს, პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს.

გოგაშვილი: ახლა მოგიყვებით… მეუფე იაკობმა გამაფრთხილა, რომ ხელისუფლება ჩემს ლიკვიდაციას გეგმავდა

როგორც გოგაშვილი წერს, ეფ ეს ბე-ს გავლენის აგენტებს აქვთ დავალება, საქართველოში მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება.

მისივე ინფორმაციით, პატრიარქი 14 ოქტომბერს გადადგომას აპირებდა:

“რომანოვსკი და ადამია არიან პუტინის ახლო გარემოცვის – მატვიენკოს, პოლტავჩენკოს და ასევე ეფ ეს ბე-ს გავლენის აგენტები, რომლებსაც აქვთ დავალება საქართველოში მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება…

30 სექტემბერს ინგა გრიგოლიასთან ჩემი ინტერვიუს შემდეგ მე დავუკავშირდი მეუფე შიოს და მოვუყევი ყველაფერი, რომ ხდებოდა ამ ტიპის ჩარევა, მისი სახელის ხსენება, რომ ეს დააზიანებდა მასაც და ეკლესიასაც. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი აპირებდა გადადგომას კონკრეტულად 14 ოქტომბერს, ამის შესახებ მეუფე შიომაც დამიდასტურა და თქვა, რომ თვითონ შეწუხებული იყო და ასევე ჩემი ინფორმაციით (რაც საპატრიარქოში ბევრმა იცის) ხელისუფლებასაც ამ დროისთვის არ აწყობდათ პატრიარქის გადადგომა და მათ შეძლეს პატრიარქის გადარწმუნება. ეს ხდებოდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე.

მეუფე შიოს მე აღუთქვი დახმარება და ყველა სახის ინფორმაციის გაზიარება, რაც მას ააცილებდა. მან მადლობა გადამიხადა და მას შემდეგ არ დამკავშირებია.

უფრო ადრე, 2020 წელს მე პირადად შევხვდი პატრიარქს და დეტალებში მოვუყევი მასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების შესახებ და ამავე დროს დავანახვე ჩემი მზაობა შემეჩერებინა ეს ყველაფერი. მან ჩვეულებისამებრ ყველაფერი მოისმინა და მითხრა შემდეგი სიტყვები, რომელიც მე არასდროს არ დამავიწყდება: ,, იოსებ, შვილო ნუ დაეჯახები მათ, დიდი შური იციან და ამისათვის არ მემეტები”.

მე ვეამბორე მას ხელზე და ვუთხარი, რომ მე თავს უფლებას არ მივცემ და ჩემ გასაკეთებელ საქმეზე მას კურთხევას არ ვთხოვდი”, – წერს გოგაშვილი სოციალურ ქსელში.

გოგაშვილის მოირგი მიმართვა ციხიდან: “ბინძურ პროვოკაციებს გეგმავენ, დაიცავით ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი”

შემზარავია, თუ ეს სიმართლეა, მაგრამ შემზარავია მაშინაც, თუ სიმართლე არაა – ჰელსინკის კომისიის მრჩეველი მუხთარლის გატაცების თაობაზე, გოგაშვილის მიერ გავრცელებულ დეტალებზე

სოსო გოგაშვილი: აფგან მუხთარლი ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, კადრები ე.წ ოტომ წაშალა

სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ გომელაურმა შვილის საქმრო მისი ეთნიკურობის გამო გაატაცებინა და აწამებინა

გომელაურმა ჩემი ოჯახი გაწირა, ისიც კი არ გაითვალისწინა, რომ მისი შვილი ჩემი 4 წლის ძმისშვილის ნათლიაა.. მამაჩემის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – ნინი გოგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g